კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2 ნოემბერი, 2026
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- Google-ით შესვლისას: თქვენი სახელი, ელფოსტა და პროფილის ფოტო, რომლებსაც Google გვაწვდის. პაროლს ჩვენ ვერ ვხედავთ.
- ბრელოკის პარამეტრები: ლინკი ან გვერდი, რომელსაც თავად აყენებთ (სახელი, აღწერა, ფოტო, ღილაკები), და რამდენჯერ მიაკარეს ბრელოკს.
- შეკვეთისას: სახელი, ტელეფონი, მისამართი და შენიშვნა, რომ შეკვეთა მოგაწოდოთ.
რისთვის ვიყენებთ
- ბრელოკის თქვენს ანგარიშზე მისაბმელად და იმისთვის, რომ მხოლოდ თქვენ შეძლოთ მისი ლინკის შეცვლა.
- შეკვეთის დასადასტურებლად და მოსაწოდებლად (ზარით ან SMS-ით).
- მონაცემებს არ ვყიდით, რეკლამისთვის არ ვიყენებთ და მესამე მხარეს არ გადავცემთ.
რა არის საჯარო
- ის, რასაც ბრელოკის გვერდზე თავად ამატებთ (სახელი, ფოტო, ღილაკები), ხედავს ყველა, ვინც ბრელოკს ტელეფონს მიადებს. თქვენი ელფოსტა საჯარო არ არის.
სად ინახება
- მონაცემები ინახება Cloudflare-ის სერვერებზე. შესვლის სესია ინახება თქვენს ბრაუზერში cookie-ს სახით.
წაშლა
- ბრელოკის გვერდის შეცვლა ან გასუფთავება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ „ჩემი ბრელოკის“ გვერდზე. ანგარიშისა და ყველა მონაცემის წასაშლელად დაგვიკავშირდით და წავშლით.
კონტაქტი
კითხვებისთვის დაგვირეკეთ: +995 533 333 710